სახელმწიფო დროშა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქარმა წაიღო, ქუთაისელებს დღეს ისევ დაზიანებული დახვდათ. მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების უნიათობაზე და არაპროფესიონალიზმზე საუბრობს.
ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას მერია 2 წელიწადზე მეტ ხანს ცდილობდა, თუმცა ამას ყველა ჯერზე სხვადასხვა გარემოება უშლიდა ხელს - ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს იყო ტენდერების ჩაშლა და ნიადაგის შეუსაბამობა.
ქუთაისის მერიას სპორტული სკოლის მიმდებარედ სახელმწიფო დროშის დგარის მოწყობა 49 959 ლარი დაუჯდა. დგარის მოწყობის სამუშაოები შპს "ნიუ იბერიამ" შეასრულა.